ზურაბ ნასარაია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის“ პროექტების დირექტორი. მკვლევარი. ტრენერი.
ზურაბ ნასარაია არის საჯარო მმართველობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები “საქართველოს ეკონომიკა“, „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“, „ბიზნესი და ერგონომიკა“ და „ეთნომენეჯმენტი“. სხვადასხვა პერიოდში იყო: სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, საქართველოს პარლამენტის წევრი, „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
განხორციელებული აქვს საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო პროექტები ხელმძღვანელის, მკვლევრის პოზიციით:
„საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შეფასება საქართველოში“ საჯარო სერვისების სიმწიფის შეფასება (ევროკავშირი); „გურიის ეროვნული პარკის“ შექმნის და ფინანსური მონაწილეობითი მიდგომის განხორციელების მიზნით სოფლის (თემების) პროფილების მომზადება (WWF); „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევრორეგიონი BUG).